საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოში
ქუვეითის სახელმწიფოს ელჩთან (რეზიდენციით ქ. ერევანი) ნავაფ აბდულაზიზ ალენეზისთან გამართა შეხვედრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და ქუვეითს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები იქნა განხილული.
ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით საჰაერო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროებში.
მხარეებმა აგრეთვე საქართველოსა და ქუვეითს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

















