სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კუთხით თუ
შევხედავთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გაკოტრებული ფიგურაა.
ამის შესახებ დავითაშვილმა სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„პოლიტიკურად თუ შევხედავთ, ის გაკოტრებული ფიგურააა. დანარჩენი საკითხი, გადაცემის საკითხში არის მთლიანად იურიდიული დეტალი, რომელიც სამართლადამცავებმა უნდა მოაგვარონ. ისინი ამ საკითხში უფრო კომპეტენტურები არიან“- განაცხადა დავითაშვილმა.

















