საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო
პოროშენკომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მალულად, უკრაინიაში მისი არყოფნის დროს გადაწყვიტა.
ამის შესახებ სააკაშვილმა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე ერთი მოქალაქეობა მაქვს - უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება. არ ვაპირებ არსად დარჩენას და რაიმე სახის სტატუსის მიღებას. მე უკრაინაში ჩამოსვლის კანონიერ უფლებისთვის ვიბრძოლებ. პოროშენკომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მალულად, ჩემი ქვეყანაში არ ყოფნის დროს გადაწყვიტა. როგორც კი მათ დაინახეს, რომ ჩვენ ვერთიანდებით, რათა შემოდგომაზე ქუჩებში გამოვსულიყავით და მათი ოლიგარქიული შეთანხმება დავასრულოთ, შიშმა სძლია საღ გონებას. პრეზიდენტმა პოროშენკომ არაფრად ჩააგდო კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ის წესით უნდა იყოს. ეს პირდაპირი სიგნალია უკრაინის საზოგადოებისთვის, დემოკრატიის თამაში დასრულდა. პოროშენკო საქართველოში არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთიბების განვითარების მიზნით ჩავიდა, არამედ მორიგი შეთანხმების, ამჯერად ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის, უკრაინული პოროსშენკოსა და „გაზპრომის“ უდიდესი აქციონერის, პრო რუს ივანიშვილს შორის.
სააკაშვილის განცხადებით, სიცრუეა ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოდან მის შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღო.
„მათ მოიგონეს, თითქოს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოდან ჩემს შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღო. ეს მორიგი ტყუილია, რადგან მას შემდეგ, რაც მე უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, საქართველოში ჩემს წინაარმდეგ არცერთი საქმე აღძრული არ ყოფილა. ის გამოგონილი საქმეები კი, არცერთმა ქვეყანამ, საქართველოს გარდა, არ აღიარა. 2 დღის წინ პრეზიდენტმა, რომელზეც ოდესღაც მაიდანი იმედებს ამყარებდა, შეცვალა მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობა. ახალი ხალხი შეიყვანა და ეს მარიონეტული კომისია მზად იყო პოროშენკოს ნებისმიერი მოთხოვნა შეესრულებინა. ამ ბრძანებით თქვენ ხელი მოაწერეთ თქვენი ხელისუფლების გარდაუვალ დამარცხებას. მე უფრო დიდი უკრაინელი ვარ, ვიდრე ახლანდელი დეპუტატების უმრავლესობა და ყველაფრის მიუხედავად, აქ, ჩვენს უკრაინაში, ბრძოლას გავაგრძელებ“- განაცხადა სააკაშვილმა.

















