საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო, აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტი მოულოდნელად შეწყვიტა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში Crans Montana-ს ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.
ქვეყნის პირველი პირი ბაქოში ილჰამ ალიევის, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის ჟან-პოლ კარტერონის პირადი მიწვევით ჩავიდა.
ბაქოში პრეზიდენტი ბრიუსელიდან ჩაფრინდა, სადაც ის ევროპის „სახალხო პარტიის“ ყრილობას დაესწრო.

















