ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარ ამომრჩეველს უყურებს როგორც საარჩევნო მასალას. ამის შესახებ უმაღლესი საკანონმდებლო
ორგანოს ვიცე-სპიკერმა „ქრისტიან-დემოკარტებისგან“ ლევან ვეფხვაძემ დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე, მე–7 მოწვევის პარლამენტის 4 წლიანი მუშაობის შჯამებისას განაცხადა.
ვეფხვაძის თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკა კლასიკური ველური კაპიტალიზმის გამოვლინებაა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას რთულ სოციალურ პირობებში აყენებს.
როგორც ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განაცხდა, მხოლოდ PR–აქციებით და სასტუმროების მშენებლობით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება.
„გაფუჭებული საქმის 99% თქვენს პასუხისმგებლობაზეა და ის, რომ ამას დღეს სხდომაზე, 5 კაცი ისმენს ესეც თქვენი პოლიტიკური ნების დემონსტრირებაა“ – განცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, მმართველ ძალას არ აქვს სოციალურად ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება.
ახვლედიანმა მმართველ გუნდი დაუსჯელობის სინდრომის დანერგვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არავინ დასჯილა პენიტენციალურ სისტემაში ჩადენილი დანაშაულისთვის ან დევნილთა უფლებების დარღვევისთვის.
„ნონსენსია, როდესაც სახელმწიფოს პრეტენზია აქვს დემოკრატიაზე და ამავე დროს, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს“ – განაცხადა ახვლედიანმა.
როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლმა დავით დარჩიაშვილმა საპასუხოდ განცხადა, მმართველი გუნდი ისევ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რათა ქვეყანა არ „წალეკოს მეოცნებეობამ და პოპულიზმმა, რომელიც ოპოზიციის გამოსვლებში ვლინდება“.

















