„საქართველოს ლეიბორისტული“ პარტია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, პარტიას ფინანსურად დაეხმარონ და მის ანგარიშზე შემოწირულობა განახორციელონ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა, საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც დახმარება არავისგან მიუღია.
„ტოტალური პოლიტიკური ვაჭრობის, სარფიანი ყიდვა-გაყიდვის პირობებში, როგორც საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტებით გახდა ცნობილი, „ლეიბორისტული პარტია“ ერთადერთია, ვისაც არავისგან შემოწირულობა არ მიუღია. ჩვენ არ ვიყიდებით, გარედან არ ვიმართებით და ერთგულად ვემსახურებით ხალხს“ - აღნიშნა გუგავამ და საქართველოს მოქალაქეებს პარტიის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდა.
კონკრეტულ საბანკო რეკვიზიტებს ლეიბორისტები უახლოეს ხანში გამოაცხადებენ.

















