logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ განცხადება გააკეთა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ განცხადება გააკეთა
17:10 24.07.2017
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანჯელინო ალფანოს საპასუხოდ განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა.

ქართველმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე და მოუწოდა ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეს არ დაიშუროს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლის გასაძლიერებლად. მან ასევე ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ქართველმა დიპლომატმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ასევე ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის ახალ ფორმაზე, რაც უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, გალის რაიონის მკვიდრ ქართველ მოსახლეობას დაურიგონ უცხოელებისა და იმიგრანტებისთვის განკუთვნილი ე.წ. „ბინადრობის მოწმობები“ და აღინიშნა, რომ ძირძველი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად გამოცხადება საკუთარ მიწა-წყალზე, მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას ემსახურება.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჯელინო ალფანომ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს 2018 წელს ეუთო-ს იტალიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარუდგინა.
მინისტრის განცხადებით, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ორგანიზაციის როლის გაძლიერება ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. სხდომას ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლის გარდა ესწრებოდნენ ეუთო-ს ახლადდანიშნული გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი და ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა