შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩვენებისთვის უფრო მეტი ფული იხარჯება, ვიდრე დანარჩენი არჩევნების დროს დახარჯულა. ეს შეფასება NDI-ის პრეზიდენტს
კენეთ ვოლაკს ეკუთვნის.
როგორც ვოლაკმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინა არჩევნებთან შედარებით, საქართველოში გაცხოველებული წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს.
„ორი საინტერესო ფენომენი დაფიქსირდა საქართველოში. კერძოდ კი, უფრო მეტი ფული იხარჯება ვიდერ წინა არჩევნებში. შესაბამისად, საქნციები და ჯარიმებიც უფრო მეტია და მაღალია“- მაიაჩნია NDI პრეზიდენტს.
ვოლაკის ეს პასუხი მოჰყვა დასმულ კითხვას იმის შესახებ თუ რამდენად თანაბარი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია მთავარ ოპოზიციურ ძალას „ქართულ ოცნებასა“ და სახელისუფლებო პარტიას შორის იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მილიონები დაუყადაღეს და მის კოალაციაში შემავალ პარტიებს მილიონობით ლარის ჯარიმა დააკისრეს.
ამასთან, NDI პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს მთავარი გამოწვევაა იმ ახლად შექმნილი ინსტიტუტებისთვის, რომლებიც კონკრეტულ ქმედებებზე ახდენენ რეაგირებას.
„ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ჯფუგი. შესაბამისად ვერ გეტყვით რამდენად სამართლიანია ეს ჯარიმები. თუმცა, ჩვენი რეკომენდაცია იქნება შესაბამისმა ინსტიტუტებმა ყველა ფაქტი გამჭვირვალედ და ობიექტურად გამოიძიონ“ - აღნიშნა მან.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციამ დღეს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

















