logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა პირველად აისახა
დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა პირველად აისახა
15:22 21.07.2017
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევის შედეგად, ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში პირველად აისახა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
ანგარიშში, კერძოდ, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის ქმედებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რამაც ადგილზე ჰუმანიტარული ვითარების გაუარესება გამოიწვია. ხაზგასმულია ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის პროცესი, მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვა. ანგარიში საუბრობს ასევე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რაც სულ უფრო და უფრო რთულდება მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით საოკუპაციო ხაზის გამაგრებითა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით. ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისი თავის ანგარიშში მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში:
“რუსეთის ქმედებებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამოიწვია ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესება ორივე რეგიონში. გაიზარდა ზეწოლა გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის, დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე უარის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების გზით. მკაცრად შეიზღუდა ქართულენოვანი განათლება და მიღებულ იქნა კანონები, რომლებიც ზღუდავს ეთნიკური ქართველების ცხოვრებისა და საკუთრების უფლებებს. დიდი ბრიტანეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთსა და ორივე რეგიონში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები შეუშვან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო და თანამეგობრობის ოფისში ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკანმა ნოემბერში საქართველოში ვიზიტის დროს.“
24 ივლისს ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში დაგეგმილია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ უწყების ყოველწლიური ანგარიშის ოფიციალური პრეზენტაცია თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, უიმბლდონის ლორდ აჰმადის მიერ.


დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის 2016 წლის ანგარიში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ:
https://www.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/630623/Human_Rights_and_Democracy_Report_2016_accessible.pdf



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა