logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  NDI: წინასაარჩევნო პერიოდში დსელეგაცია ორ განსხვავებულ საქართველოს წააწყდა, რამაც შესაძლოა პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს
NDI: წინასაარჩევნო პერიოდში დსელეგაცია ორ განსხვავებულ საქართველოს წააწყდა, რამაც შესაძლოა პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს
15:14 21.07.2017
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ოქტომბერში დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს აფასებს.
როგორც NDI-ის ანგარიშშია ნათქვამი, წინასაარჩევნო გარემო გამოწვევებზე მიუთითებს, თუმცა დემოკრატიული პროცესების გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა.

„საქართველო ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მდიდარი დემოკრატიული მონაპოვრით უახლოვდება. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ბევრი მიღწევით იამაყონ, მათ შორის დინამიური პოლიტიკური გარემოთი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძლიერი მხარდაჭერით. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში დელეგაცია ორ პარალელურ და განსხვავებულ საქართველოს - დიქოტომიას წააწყდა, რამაც შესაძლოა პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს. პირველი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის ქართული ოცნების ლიდერებისა და თანამდებობის პირების მიერ და მეორე, რომელიც დელეგაციასთან შეხვედრის დროს აღწერა ყველა სხვა ჯგუფმა: ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები, ყველა სხვა საპარლამენტო და არასაპარლმენტო პარტია და კანდიდატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მედია ორგანიზაციები. პირველი ჯგუფის მიხედვით, არსებობს მხოლოდ მცირე დემოკრატიული გამოწვევები, მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლება უზრუნველყოფილია, სასამართლო საქმეების განხილვა სწრაფად და მიუკერძოებლად ხდება და რეფორმები ყველა მხარის ჩართულობით ხორციელდება. ყველა სხვა ჯგუფი, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, განსხვავებულ რეალობას აღწერს: მიმდინარეობს ძალაუფლების კონსოლიდაცია, დავების გადაწყვეტისას ხდება კანონის არათანაბარი და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმები ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება, პარტიები და კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, ალტერნატიული მოსაზრებების გამოთქმისთვის ხდება მედია გარემოს შევიწროება, ასევე ადგილი აქვს არაფორმალურ მმართველობას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის გზით. შეხედულებების ამგვარმა მკვეთრმა განსხვავებებმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების ნდობაზე და დროთა განმავლობაში მოქალაქეების გაყოფასა და არასტაბილურობას შეუწყოს ხელი. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქეებს მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული თავისი ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ და წარმატებული საარჩევნო გამოცდილების გაგრძელებას მოელიან. მათი ამბიციების გათვალისწინებით, დელეგაციამ რამდენიმე ძირითადი გამოწვევა და შესაძლებლობა გამოყო. საარჩევნო ადმინისტრაცია პროცესში ჩართულ თითქმის ყველა მხარეში ნდობით სარგებლობს, თუმცა რჩება სფეროები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. არჩევნების დღესთან ახლოს სამი წინააღმდეგობრივი რეფორმა მიმდინარეობს, რომელსაც საკმარისი გამჭირვალობა და ჩართულობა აკლია. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც მრავალი წელია საქართველოში პრობლემად რჩება, დღესაც დიდი გამოწვევაა. მედიას უჭირს საზოგადოებისთვის სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო სუბიექტების შესახებ, მაშინ როდესაც პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის საეთერო სივრცის შემცირება შეინიშნება. ამასთანავე, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში მტრული დამოკიდებულებების გაღვივებას უწყობს ხელს“- ნათქვამია დელეგაციის ანგარიშში.
NDI-ის შეფასებითვე, საქართველოს აქვს უნარები, დრო, მხარდაჭერა, გამოცდილება და რესურსები, რომ მათი რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს.

„2017 წლის არჩევნები მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს კანდიდატებს და პარტიებს, აქცენტი გააკეთონ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი მოლოდინები ვერ გამართლდა. საქართველოს აქვს უნარები, დრო, მხარდაჭერა, გამოცდილება და რესურსები, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს. ამისთვის საკმარისი პოლიტიკური ნებაა საჭირო. დელეგაციამ რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა, მათ შორის: უფრო ინკლუზიური და კონსენსუსზე დაფუძნებული საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმების პროცესის უზრუნველყოფა; პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო ქცევის წესებზე შეთანხმების აუცილებლობა, რაც ხაზს გაუსვამს არაძალადობრივი კამპანიის ჩატარების მზაობას; პარტიების შიდა ქცევის წესებისა და პრაქტიკის შეცვლა, რათა მეტი ქალი კანდიდატების მოზიდვა მოხდეს; პარტიულ სიებში ქალთა მინიმუმ 30 პროცენტიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დათვლისა და შეჯამების პროცედურებზე ტრენინგების ჩატარება; დეზინფორმაციის შესუსტების კონკრეტული სტრატეგიების შემუშავების აუცილებლობა; მომხდარი ძალადობის შემთხვევების მიუკერძოებელი და დროული გამოძიება; ადგილობრივი მედია საშუალებებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა“- ნათქვამია NDI-ის ანგარიშში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა