logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძემ ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო
მიხეილ ჯანელიძემ ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო
10:00 21.07.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის ბრენდან სმითის ხელმძღვანელობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ, პირველ რიგში, ირლანდიელ პარლამენტარებს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის მიერ 2017 წლის თებერვალში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციისათვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართული მხარე ძალიან აფასებს ირლანდიის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მტკიცე მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით ღირებულია ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული დემოკრატიული პროგრესისა და დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.

ვიცე-პრემიერმა აგრეთვე მადლიერება გამოხატა 2017 წლის 19 ივლისს, ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბებისათვის, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის საპარლამენტთაშორისო და ზოგადად, ქართულ-ირლანდიურ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ურთიერთობების ფართო სპექტრი და ისაუბრეს პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპაში მიმდინარე პროცესებზე, ბრექსიტთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სხვა აქტუალურ თემებზე.

საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და ირლანდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობა და მეგობრობა უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით განმტკიცდა, რასაც ხელს უწყობს ირლანდიაში საქართველოს საელჩოს გახსნა. კერძოდ, გააქტიურდა სექტორული თანამშრომლობა ჯანდაცვის, სასჯელაღსრულების, კულტურისა და განათლების სფეროებში.

ამასთან, მიხეილ ჯანელიძემ ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.

ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო ამ პროცესში გადადგმულ ნაბიჯებს, მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლას და აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებს. ამასთან, ვიცე-პრემიერმა ირლანდიის პარლამენტის წევრებს გააცნო საქართველოს ევროკავშირთან ფუნქციური ინტეგრაციის პრიორიტეტები. ამასთან, აღინიშნა, რომ ქართული მხარე მოხარული იქნება, თუ საქართველოს წარმატებული ნაბიჯების გათვალისწინებით, ირლანდიასთანაც დაიწყება მოლაპარაკებები ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების თაობაზე.

ირლანდიურმა მხარემ თავისი მხარდაჭერა როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, ისე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, კიდევ ერთხელ დაადასტურა. პარლამენტარებმა აგრეთვე გამოხატეს სრული მზაობა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა