logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 თავდაცვის მინისტრი „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოვიდა
თავდაცვის მინისტრი „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოვიდა
15:58 19.07.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა.
„თავდაცვის რეფორმა და საქართველოს თავდაცვის სისტემის ნატოსთან თავსებადობა“ - ამ სახელწოდების მოხსენებით წარსდგა თავდაცვის მინისტრი დიპლომატებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე.
სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვის უწყების საგარეო პრიორიტეტებზე გაამახვილა. მან მოხსენებაში ორი ასპექტი გამოყო: თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება და ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის უწყების ხელმღვანელმა ნატოს ბუქარესტის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო რჩება ერთგული ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების და განაგრძობს საერთაშორისო მისიებში სამშვიდობო კონტრიბუციას.
თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლაში აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა (GDRP) და საბრძოლო მზადყოფნის სასწავლო ცენტრის შესახებ ისაუბრა.
მინისტრმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შეკავების პოლიტიკაზე, თავდაცვის ბიუჯეტის სწორ გადანაწილებაზე, სამეზობლო პოლიტიკასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მან დიპლომატებს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებიც გააცნო.
თავდაცვის მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დიპლომატების კითხვები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
პანელზე - „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამომსვლებებს შორის იყვნენ - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენელთა მოხსენებების მთავარი თემა ალიანსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის დინამიკა, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაცია და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია იყო. პანელის მიმდინარეობას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ ოფიციალურად 18 ივლისს გაიხსნა და 21 ივლისს დასრულდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა