logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  სუს-ის უფროსის მოადგილე „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოვიდა
სუს-ის უფროსის მოადგილე „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოვიდა
13:51 19.07.2017
თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ მიმდინარეობს.

ღონისძიების მეორე დღეს სამუშაო სესია - „სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“ გაიმართა. სესიის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სიტყვით გამოვიდა.
საკუთარ გამოსვლაში უფროსის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება.კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული სამხედრო კონტიგენტი, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. გამოსვლაში ალექსანდრე ტაბატაძემ ხაზი გაუსვა გიგა ოთხოზორიასა და გიორგი გიუნაშვილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებს, ასევე ისაუბრა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე.
დიპლომატებს და სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძემ და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.
სამუშაო სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯები, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმდინარეობის პროცესი.
„ამბასადორიალი 2017“ თბილისის პარლამენტის შენობაში ოფიციალურად გუშინ გაიხსნა და 21 ივლისს დასრულდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა