საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ
სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საკითხის განხილვა უკრაინის პრეზიდენტთან არცერთ შეხვედრაზე არ განხილულა.
ჯანელიძის თქმითვე, აღნიშნულ საკითხს სამართლებრივი განზომილება აქვს.
„უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს სამართლებრივი პროცესი ამასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ განხილვებს, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთ შეხვედრაზე ამ საკითხის პოლიტიკური განხილვა არ მომხდარა. ამ საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესი“- განაცხადა ჯანელიძემ.

















