უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა.
მასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იმყოფება.
უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა დურბინდების საშუალებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზა დაათვალიერეს, რომელიც სოფლიდან ჩანს და რომელიც აქ 2008 წლის ომის შემდეგ მდებარეობს.
ოძისში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთის მოსახლეობასაც გაესაუბრება.

















