logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო უწყება კულტურული დიპლომატიის კონცეფციაზე მუშაობს
საგარეო უწყება კულტურული დიპლომატიის კონცეფციაზე მუშაობს
19:30 18.07.2017
საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურული დიპლომატიის კონცეფციის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში კულტურული დიპლომატიის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, სამინისტროს სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უჭირავს საზღვარგარეთ ქვეყნის კულტურის, მისი იმიჯის პოპულარიზაციას. საკუთარ გამოსვლაში, მან ხაზი გაუსვა საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე წარმატებულ პროექტებს. 2017 წელი გამორჩეული იყო 57 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღმნიშვნელი ღონისძიებებით, ასევე საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით.

ხაზი გაესვა ევროკავშირის პროექტებში Creative Europe და Horizon 2020 საქართველოს აქტიური მონაწილეობის, ასევე, პროგრამების „Study in Georgia” და „Film in Georgia”-ს პოპულარიზაციის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილის განცხადებით ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და 2017 წლის განმალობაში ბევრი ხელშესახები შედეგი იქნა მიღწეული ამ კუთხით. მათ შორის მიღწეული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი წარმატებები, როგორიცაა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსის მინიჭება, „გელათის სამონასტრო კომპლექსის“ დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნება, ქართული ანბანის სამი სახეობის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანა და სხვა. ასევე საქართველოს მთავრობის ძალისხმევით დასრულდა ლისაბონის, გრასას მონასტრის ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს აღდგენა; ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას 2017-2021 წლებისთვის“.

სამომავლო პროექტებზე საუბრისას ხაზი გაესვა 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნის მნიშვნელობას, ასევე საუბარი შეეხო ბორდოში 2017 წელს დაგეგმილ გამოფენას „საქართველო-მეღვინეობის აკვანი“, რაც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და დატვირთულია მნიშვნელოვანი კულტურული კომპონენტით. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა ქართული სამაზრეულოს პოპულარიზაციას და კულინარიის საშუალებით ქვეყნის წარმოჩენის წარმატებულ პრაქტიკას. 2018 წლის განსაკუთრებული მოვლენა კი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ეს საქართველოსთვის არის უნიკალური ასპარეზი წარმოჩინდეს მსოფლიოს წინაშე, როგორც მდიდარი კულტურისა და შემოქმედებითი პოტენციალის ქვეყანა.

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურის სამინისტროსგან ერთად, მუშაობს კულტურული დიპლომატიის კონცეფციაზე, რომელიც დაეყრდნობა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაცია და საქართველოს, როგორც მდიდარი კულტურის მქონე ქვეყნის და ევროპული კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილის წარმოჩენაა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა