logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა
ზურაბ პატარაძე ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა
17:35 18.07.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთავრობის წევრები 18-20 ივნისს ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მაქსიმ სტეპანოვის ხელმძღვანელობით ოდესის ოლქის ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობენ.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, მაქსიმ სტეპანოვთან და დელეგაციის სხვა წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ა/რ ფინანსთა დაეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განათლების კუთხით ურთიერთობის გაღრმავებაზე გამახვილდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე, აჭარის, როგორც ტურისტული ადგილის პოპულარობაზე უკრაინაში, რაზეც მეტყველებს საქართველოში უკრაინიდან ვიზიტორთა 20 %-იანი ზრდა და 14 ავიაფრენა უკრაინის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა საკრუიზო ტურიზმის განვითარების აუცილებლობა რეგიონებს შორის და ორივე მხარის მაქსიმალური ჩართულობა საკრუიზო ტურიზმის ქსელში. ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პორტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ლოჯისტიკური ცენტრების კოორდინირებულ ურთიერთობას. მაქსიმ სტეპანოვმა ასევე სურვილი გამოთქვა ზაფხულის სეზონის ბოლოს აჭარის კულტურული დღეების ოდესაში ჩატარების.

„დღეს დაიწყო ოდესის ოლქის გუბერნატორის ვიზიტი ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად იმყოფება სოლიდური ჯგუფი ბიზნესმენების და კომპანიის ხელმძღვანელების, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დაამყარონ საქმიანი კონტაქტები ჩვენს რეგიონთან და ბიზნესმენებთან. ვფიქრობ, ძალიან ბევრი საკითხი შესაძლებელია იყოს განხილული ხვალ ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც ჩატარდება რეეგიონში. სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ უფრო მეტ ტურისტს ჩვენს რეგიონში. უკრაინიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 12-მდე ავიარეისი ხორციელდება, მათ შორის უშუალოდ ოდესიდან - კვირაში 2 რეისი. უკრაინა ჩვენი რეგიონისთვის ძალიან საინტერესო ბაზარია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაძლიერება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვისაუბრეთ საკრუიზო ტურიზმის განვითარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ოდესაც და ბათუმიც ჩართული იყოს შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის ქსელში. დავგეგმეთ ერთობლივი ღონისძიებების გატარება ამ თვალსაზრისით“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა