უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინას
საქართველოს მთავრობისგან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე თხოვნა არ მიუღია, ეს საკითხი არ განიხილება.
მისივე თქმით, არცერთ საკითხს უკრაინელი და ქართველი ხალხის გაყოფა არ შეუძლია.
ამის შესახებ პოროშენკომ თბილისში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენ ეფექტური ურთიერთობა გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ სააკაშვილის ექსტრადირებაზე თხოვნა არ მიგვიღია. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვსჯელობთ და არ განვიხილავთ ამ საკითხს. ეს საქართველოს მთავრობის საქმეა. მოთხოვნის მიღების შემდეგ ვნახოთ... ჩვენ არ გვაქვს არც პოლიტიკური, არც ეკონომიკიური და არც სოციალური პრობლემები ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და არავის და არაფერს შეუძლია ჩვენი ხალხის გაყოფა“- განაცხადა პოროშენკომ.

















