logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  პეტრო პოროშენკო: ჩვენ ერთნაირი საფრთხეები გვაქვს, რომლისგანაც უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება
პეტრო პოროშენკო: ჩვენ ერთნაირი საფრთხეები გვაქვს, რომლისგანაც უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება
13:14 18.07.2017
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას ერთი და იგივე საფრთხეები აქვთ, რომლისგანაც უნდა დაიცვან ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა.
მისივე თქმით, ქართველებს შეუძლიათ უკრაინელი ხალხის იმედი ჰქონდეთ.
ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა იმ უნიკალური ატმოსფეროსთვის, რომელიც ჩვენმა დელაგაციამ საქართველოს მიწაზე პირველი ნაბიჯიდან იგრძნო. თქვენ მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ხართ, თქვენ იმათ შორის ხართ, ვისაც უკრაინა ძალიან ენდობა და ჩვენთვის ძალიან სასაიამოვნოა, რომ სწორედ მაშინ ვიმყოფებით აქ, როცა ჩვენი სახელმწიფოები 4 დღეში დიმპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავენ. აღდგენის იმიტომ რომ ჩვენ ურთიერთობები დავამყარეთ 90 წლის წინ. მაგრამ 100 წლის წინ უკრაინამ და საქართველომ დაკარგა დამოუკდებლობა. ამით უფრო მეტი პასუხსმგებლობა აქვს ჩვენს ქმედებებს, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა. დავიცვათ ჩვენი თავსუფლება და დემოკრატია და საფრთხეები ჩვენ ერთი და იგივე გვაქვს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას გვიკარნახოს მომავალი. უკრაინელებს სჯერათ, რომ როგორც ადრე იყო ძალაიან რთულ დროს, უკრაინელებს შეუძლიათ ჰქონდეთ ქართველი მოძმე ხალხის იმედი, ისევე როგორც ქართველებს შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი იმედი. ასე იყო 2008 წელს, 2014 წელს და ახლაც არის“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინელები თავს ხრიან ქართველი ბიჭების ხსოვნისთვის, რომლების 2014 წელს უკრაინას იცავდნენ.
„ყველამ არ იცის რომ ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა, იძულებული იყო გაქცეულიყო თბილისში და საქართველომ იხსა ჩემი მეუღლის ოჯახი მშიერი სიკვდილისგან. ჩემი მეუღლის ბებია, 43 წელს მოხვდა სტალინგრადში და იყო ევაკუირებული თბილისში. იგი აქ ცხოვრობდა. ეს რჩება თაობებში და ეს აყალიბებს მტკიცე საფუძველს ჩვენი ნდობისა და მეგობრობისას. უკრაინელები თავს ხრიან ქართველი მოძმე ბიჭების ხსოვნისთვის, რომლებიც 2014 წელს ჩამოვიდნენ უკრაინაში და ჩაეწერნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სიაში და იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ასე ყალიბდება ჩვენი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ფუნდამენტი. ზუსტად ეს ურთიერთობები აყალიბებენ იმ ისტორიულ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთერთობის დამყარების დეკლარაციას - ესაა უმაღლესი ფორმა ნდობისა“- განაცხადა პოროშენკომ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა