საქართველოს მიმდინარე წლის 17-18 ივლისს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საემიროების
საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, მისი უმაღლესობა შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან.
მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის ხელი მოეწერება რიგ შეთანხმებებს, მათ შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ თანამშრომლობის დოკუმენტს.
ხელმოწერის ცერემონიის დასასრულს გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

















