logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
10:41 17.07.2017
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ დაესწრო.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობენ, გაცნობიერებული აქვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც საქართველოში, ისე, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში.
„მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ფორუმში ვმონაწილეობ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე. რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებში კი მნიშვნელოვან მოთამაშედ საქართველოს მივიჩნევთ, რაც ძალზე საპასუხისმგებლოა. ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებიც დღევანდელ ფორუმში მონაწილეობენ, გაცნობიერებული აქვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც საქართველოში, ისე, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში. ალბათ, სიმბოლური გახლავთ ისიც, რომ კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, ბათუმში, საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიმართა. ამ კონფერენციაზე აფხაზეთის მხარეც შეიძლებოდა ამავე სტატუსით ყოფილიყო წარმოდგენილი და მონაწილეობა მიეღო ყველა ღონისძიებასა და პროექტებში, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს სთავაზობს. დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება და სოხუმი კვლავ იზოლაციაში ამყოფებს საკუთარ მოსახლეობას.
არ შეიძლება არ შევუერთდე პრემიერ-მინისტრის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აფხაზებს უწვდის ძმურ ხელს, რომ მათთვის ევროპის კარი ღიაა და შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სიკეთით, რომელსაც ევროკავშირისგან საქართველო იღებს. იმედი მაქვს, ეს დღეც მალე დადგება და აფხაზი ხალხი თავს დააღწევს ქართველებისგან იზოლირებულ ცხოვრებას.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენთან მრავალი ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. ეს საინტერესოა ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელისთვის.
დღეს მე მივმართე მომხსენებლებს შეკითხვით, შესაძლებელია თუ არა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, დაფინანსების თვალსაზრისით, იმ პროექტების გააქტიურებას, რომლებიც გულისხმობს ქართული მოსახლეობის მონაწილეობას, ენგურის გამყოფი ზოლის ორივე მხარეს.
ბოლო პერიოდში ჩვენი დევნილი მოსახლეობა რეფერალური ჯანდაცვის უფასო პროგრამით სარგებლობს, მათ შორის, გალის მოსახლეობაც. ვცდილობთ ენგურს გაღმა და გამოღმა ჩვენს მოსახლეობას მივუსადაგოთ დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული სხვა პროგრამებიც. დღეს ვითარება გალში და მის შემოგარენში ძალიან მძიმეა. ახალი პროექტების ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აჭარაში ენერგოსადგურის ასაშენებლად დიდი ინვესტიციის ჩადება მისასალმებელია.
ასევე მნიშვნელოვანია შეთანხმება „EBRD“-თან ბათუმისათვის ელექტრო ავტომობილების გამოყოფის თაობაზე.საინტერესო იყო ასევე, ქართველ ფერმერთა ასოციაციის პროექტები, რომელთაც ევროკავშირი აფინანსებს. ფერმერული მეურნეობის ჩამოყალიბება დევნილთათვის ჩვენი სამომავლო პრიორიტეტია.
რაღა თქმა უნდა, ანალოგიური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა დიდ მოტივაციას გაუჩენდა აფხაზეთში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას, მათ შორის, აფხაზებსაც. იმედი მაქვს, ევროკავშირის ძალისხმევა აქეთკენაც იქნება მიმართული.
ჩვენის მხრივ კი, დავამატებდი, რომ აუცილებელია, მეტი გულდადებით და მოწადინებით ვეძებოთ ევროკავშირის სტრუქტურებისკენ მისასვლელი გზები. თუ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ევროკაშირისპროექტებში შესაძლოა, უახლოეს მომავალში, დევნილთა ადგილიც მოინახოს მათი პრობლემების მოსაგვარებლად“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა