logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თემურ ბასილია: გარწმუნებთ, გია კორკოტაშვილის მიერ წაკითხული მოთხოვნები დიდად არ განსხვავდება ტრამპის საარჩევნო პროგრამისგან საემიგრაციო საკითხებზე
თემურ ბასილია: გარწმუნებთ, გია კორკოტაშვილის მიერ წაკითხული მოთხოვნები დიდად არ განსხვავდება ტრამპის საარჩევნო პროგრამისგან საემიგრაციო საკითხებზე
22:42 15.07.2017
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია, 14 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებულ "ქართველთა მარშს" ამერიკიდან სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ თემურ ბასილიას განცხადების ტექსტს:
"იმდენჯერ უძახეს გუშინდელი აქციის - „ქართული მარშის“ ორგანიზატორებს ფაშისტები, რასისტები, ქსენოფობები და ბნელები არიანო, რომ დავინტერესდი გამეგო რეალურად რა ხდება ჩემს ქვეყანაში. სწორედ, ამიტომაც ვუყურე პირდაპირ რეპორტაჟს აღმაშენებლის გამზირიდან, ასევე მოვუსმინე გია კორკოტაშვილის წაკითხულ ტექსტს/მოთხოვნებს. ხაზს ვუსვამ, ჩემი დაინტერესება გამოიწვია არა ამ მარშის ორგანიზატორების მოწოდებამ მსვლელობის ჩატარების შესახებ - მსგავსი აქციები უმრავლეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხშირად ტარდება, არამედ, მათ ფაშისტებად და ბნელებად მოხსენიებამ. ამიტომაც, რეპორტაჟის დაწყებას მართლაც შიშით ველოდი, რომ არ მოხდარიყო რაიმე სახის ძალადობა. ასევე, შიშით ველოდი, ფაშისტურ და რასისტულ განცხადებებს.
მადლობა ღმერთს, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა. პირველ რიგში, ეს მსვლელობა მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ჩატარდა, რაც როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე, ამ აქციის ორგანიზატორების და რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეთა დამსახურებაა.
რაც შეეხება გია კორკოტაშვილის მიერ წაკითხულ მოთხოვნებს, გარწმუნებთ, ისინი დიდად არ განსხვავდება ამერიკის რესპუბლიკური (მმართველი) პარტიის და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო პროგრამებისგან საემიგრაციო საკითხებზე. თუ, გაეცნობით ამ პროგრამებს, რომელთა მოძიება ინტერნეტში ძალიან ადვილია, ნახავთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობა, არალეგალი ემიგრანტების სავალდებულო დაპატიმრება და მათი დეპორტაცია, ამერიკაში დაბადებული არალეგალი ემიგრანტების შვილებისთვის მოქალაქეობის ავტომატურ მიცემაზე უარის თქმა, თავისუფალ სამუშაო ადგილებზე პირველ რიგში ამერიკის მოქალაქეების აყვანა და ა. შ. სხვათა შორის, ამ იდეების არქიტექტორი სტივ ბენონი ამჟამინდელი პრეზიდენტის ყველაზე გავლენიანი მრჩეველია. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ისეთ ლიბერალურ შტატშიც კი, როგორიც მერილენდია (სადაც ვცხოვრობ), არალეგალი ემიგრანტების გამოვლენის მიზნით ტარდებოდა რეიდები. ასევე, რამდენიმე კვირის წინ ძალაში შევიდა პრეზიდენტის ბრძანებულება 6 მუსულმანური ქვეყნიდან ემიგრაციის აკრძალვის/შეზღუდვის შესახებ. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტია დიდი ხანია ითხოვს ემიგრაციაზე კონტროლს. არ ვაფასებ, ეს კარგია თუ ცუდი, უბრალოდ, ფაქტს ავღვნიშნავ. აქედან გამომდინარე, გია კორკოტაშვილისთვის და გუშინდელი აქციის ორგანიზატორებისთვის - რომლებსაც, სხვათა შორის, არ ვიცნობ - ფაშისტების, რასისტების და ბნელების ძახილი, არასწორია და შორს არის რეალობისგან.
რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს - რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა. როგორც ჩანს, უკონტროლო ემიგრაციასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში არსებობს სერიოზული შეშფოთება და ადამიანთა დიდ ნაწილს აწუხებს ეს პრობლემა. ეს წუხილი რომ არ არსებობდეს, გუშინდელი მარშის ორგანიზატორებს ძალიან გაუჭირდებოდათ რამდენიმე ათეული ადამიანის მობილიზებაც კი. ეს პრობლემა არ მოგვარდება ამ აქციის ორგანიზატორების მიმართ ფაშისტების, ქსენოფობების და ბნელების ძახილით; პირიქით, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს დაპირისპირებას. ამიტომაც, სასურველია სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ინტერესთა ჯგუფებს შორის დაიწყოს დიალოგი, როგორი საიმიგრაციო პოლიტიკა სჭირდება საქართველოს. და, რაც მთავარია, ამ დიალოგის წარმმართველი და აქტიური მონაწილე უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება"-მიიჩნევს ბასილია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა