საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბაქოში დაგეგმილ რეგიონალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევსაც შეხვდება და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავს.
პრეზიდენტი ბაქოში ბრიუსელიდან ჩადის, სადაც იგი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრო და ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთნ გამართა შეხვედრები.
საუბარი გაიმართა საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესზე.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში გატარებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი.

















