logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  ეუთო-ს საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს
ეუთო-ს საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს
11:59 14.07.2017
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიზნით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ სამუშაოებთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ 2017 წლის პირველ ნახევარში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. გამყოფი ხნულების გავლების შესახებ. განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმართულებით, სოფლებში ბერშუეთი, წითელუბანი, ხურვალეთი ე.წ. „საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მოწყობის ფაქტებზე. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ ოკუპანტი ძალა ცდილობს ამ რეგიონების და იქ მცხოვრები მოსახელობის კიდევ უფრო იზოლირებას ე.წ. „ბორდერიზაციის" უკანონო პროცესის გზით. ქართველი დიპლომატის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. მისი განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ემსახურება მიმდინარე ოკუპაციის დაკანონებას, უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ხელს უწყობს ადგილზე არსებული ისედაც რთული ვითარების დესტაბილიზაციას. უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე სურათი ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას.

საქართველოს დელეგაციამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, უკან წაიღოს მათი აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის უკანონო ნაბიჯების საპასუხოდ.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა აშშ-ს, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ალბანეთის, მონტენეგროს და უკრაინის სახელით.

დელეგაციებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
კანადის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან შეშფოთება გამოხატა ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას და ხელს უშლის მათ თავისუფალ გადაადგილებას.

აშშ-ს დელეგაციამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია არის მიუღებელი და მოუწოდა რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად ცალმხრივ აღიარებაზე. აშშ-ს დელეგაციამ ასევე მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას.

ევროკავშირის წარმომადგენლმა ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საერთაშორისო ძალისხმევას და უნდა შეწყდეს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა