logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  მიხეილ ჯანელიძემ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართა შეხვედრა
მიხეილ ჯანელიძემ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართა შეხვედრა
09:13 14.07.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იაკუბ დიურთან შეხვედრა გამართა, რომელიც ბათუმს სტუმრობს საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ორმხრივი ვიზიტების და შეხვედრების აქტიური დინამიკა და ხელი შეუწყონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რისი პოტენციალიც ქვეყნებს შორის, საკმაოდ დიდია.

განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და ამ მიმართულებით, ბოლო დროს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ვიცე-პრემიერმა ჩეხ დიპლომატს გააცნო ქართული მხარის დღის წესრიგი და მოლოდინები ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით. თავის მხრივ ჩეხეთის მხარემ, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და სრულად გაიზიარა ქართული მხარის ხედვები და მოლოდინები მომავალ სამიტთან დაკავშირებით.

შეხვედრეაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა აღნიშნული გამოწვევის ფონზე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე თანადგომის და სოლიდარობის მნიშვნელობას. იაკუბ დიურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიოტიტეტებისადმი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა