logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე გერმანიის  ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
09:10 14.07.2017
მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე- პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციასთან ბუნდესტაგის დეპუტატების: ჰაინც-იოახიმ ბარხმანის და კრისტიან პეტრის, ასევე საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეფერატის ხელმძღვანელის მიხაელ ზიბერტის შემადგენლობით.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს გერმანიის ბუნდესტაგის მიერ 2017 წლის 27 ივნისს მიღებული რეზოლუციის თაობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და მასში მონაწილე ქვეყნების შესახებ.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე, მეზობლებთან საქართველოს ურთიერთობასა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. ასევე, ხაზი გაესვა 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნისა და 2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გერმანელ სტუმრებს ოფიციალური ბერლინის მიერ როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის, ისე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
ამავე დროს, ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ისევე, როგორც სხვა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული საერთაშორისო თანადგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე.
გერმანული დელეგაციის წევრებმა ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დაუდასტურეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ და ევროპული ინტეგრაციის გაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა