ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის მაროშ შევჩევიჩის განცხადებით, ევროკავშირში
საქართველოს ექსპორტის ზრდა იმის მაჩვენებელია, თუ როგორ მუშაობს რეალურად ასოცირებისა და თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებები.
ამის შესახებ შევჩევიჩიმ ბათუმში, რიგით მე-14 კონფერენციაზე განაცხადა, სადაც ის მონაწილეთა წინაშე მოხსენებით წარდგა.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებების ერთგულებისა და ევროკავშირთან ძლიერი თანამშრომლობისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ყველა შემაჩნევდით ამ ლამაზ ქალაქში საქართველოს ბევრ დროშას, მაგრამ ასევე დაინახავდით ევროპულ დროშებსაც, განსაკუთრებით მოხარული ვარ ესტონეთის დროშის გამო, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეობის გამომხატველია. ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებს უკვე აქვს შედეგი. საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში. ეს კი მათ, ვინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ეს შეთანხმება რეალურად და როგორ აახლოვებს ჩვენს ეკონომიკებს“- განაცხადა შევჩევიჩმა.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნეს. კონფერენციის ძირითადი თემები ვროპული და რეგიონალური უსაფრთხოება და ენერგეტიკული საკითხებია.

















