საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო
მიმოსვლამ თითოეულ ქართველს განუმტკიცა რწმენა, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვისაც მნიშვენლოვანია, რადგან მათაც აქვთ შესაძლებლობა უვიზო მიმოსვლის სიკეთეებით ისარგებლონ.
ამის შესახებ პრემიერმა ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ეს გზა არ იყო ადვილი, იყო მნიშვნელოვანი გამოწვვევები, თუმცა უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენს ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია. დღეს უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები შედეგები. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილია თითოეული ქართველისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, რადგან ეს ჩვენს ღირსებას და ეროვნულ სიამაყეს ეხება და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამან განგვიმტკიცა რწმენა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი და სრულფასოვანი ევროპული სახელმწიფოა. უვიზო მიმოსვლა პოზიტიური გზავნილია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. მათ გაუჩნდათ შესაძლებლობა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც უვიზო მიმოსვლას მოაქვს. ევროპული ინტეგრაცია საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის უალტერნატივო და შეუქცევადი პროცესია“- განაცხადა პრემიერმა.
დღევანდელ კონფერენციას ევროკავშირისა და აღოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. და ევროპარლამენტარები ესწრებიან. კონფერენციაზე იმყოფებიან საქართველოს ხელისუფლების თითქმის ყველა შტოს წარმომადგენლები.
კონფერენციის ძირითადი თემები ევროპული, რეგიონალური უსაფრთხოება და ენერგეტიკული საკითხებია.

















