logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი ენერგეტიკული კავშირის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერი ენერგეტიკული კავშირის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
11:29 13.07.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული კავშირის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები საქართველოს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული რეფორმები, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ნაბიჯები და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება იყო.

საუბრისას ყურადღება დაეთმო განახლებადი ენერგიის წყაროების შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების, სუფთა ენერგიის წარმოების ზრდისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგოეფექტურობა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და დაადასტურა მთავრობის მზაობა, წვლილი შეიტანოს ემისიის შემცირებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში, ასევე - ხელი შეუწყოს ევროკავშირთან მჭიდრო ენერგეტიკულ თანამშრომლობას.
გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთება, რაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს.
საუბარი შეეხო „შაჰდენიზის" პროექტის როლს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ათვისების კუთხით და სხვა სტრატეგიულ პროექტებს, რომლებიც აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებს აკავშირებს.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რომლის მოცულობამ 947 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი პირველია.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესახებ, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ენერგორესურსებზე ქვეყნის მზარდ მოთხოვნასთან და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა დაახლოებით 250 მილიონი კუბური მეტრი სასარგებლო მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე, რომლის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა