logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით დონდუამ თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
დავით დონდუამ თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
00:44 13.07.2017
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას ა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროსგანვითარებული საგანგაშო პროცესები წარმოადგენდ.

მინისტრის მოადგილემ უცხოელ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის ახალ ფორმაზე, რაც უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, გალის რაიონის მკვიდრ ქართველ მოსახლეობას დაურიგონ უცხოელებისა და იმიგრანტებისთვის განკუთვნილი ე.წ. „ბინადრობის მოწმობები“. დავით დონდუას განცხადებით, გალის ძირძველი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად გამოცხადება საკუთარ მიწა-წყალზე და მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფა ემსახურება მთელი აფხაზეთის რეგიონის რუსიფიკაციის პროცესის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ნაწილს.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიზნით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ სამუშაოებზე. უცხოელ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ 2017 წლის პირველ ნახევარში აფხაზეთისადა ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. გამყოფი ხნულების გავლების ფაქტებზე. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსიპროვოკაციული ქმედებები ემსახურება მიმდინარე ოკუპაციის დაკანონებას, უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ხელს უწყობს ადგილზე არსებული ისედაც რთული ვითარების დესტაბილიზაციას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე სურათი ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას.

დავით დონდუა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით და მადლობა გადაუხადა ამ პროცესში საერთაშორისოსაზოგადოების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სათანადო რეაგირებისა და ქმედითი ზომების მიღების აუცილებლობაზე. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული და მტკიცეძალისხმევის მნიშვნელობას, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთის პროვოკაციული და აგრესიული ქმედებების შეჩერება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა