logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
საქართველოს და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
00:14 13.07.2017
თბილისში, საქართველოს და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოსმხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ბულგარეთის მხრიდან - იური შტერკი.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ აღნიშნული ფორმატის რევიტალიზაციის საკითხს. კმაყოფილებით შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და მეგობრული ურთიერთობები.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას დარგობრივ უწყებებს შორის. ასევე, აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო მიმართულებებით მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და ამ კუთხით, აქცენტი გაკეთდა სამომავლო პერსპექტივებზე.

განხილულ იქნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დღის წესრიგი. აღინიშნა შავი ზღვის მნიშვნელობა ორი ქვეყნის ურთიერთობების კონტექსტში და მხარეების სურვილი ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ბულგარეთის მიერ შეტანილი კონტრიბუციისათვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ მდგომარეობას, განხილულ იქნა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა