logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო და კვიპროსი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ
საქართველო და კვიპროსი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ
15:15 12.07.2017
საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

თვის წერილში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კვიპროსელ კოლეგას საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც საერთო ფასეულობებზე და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული, მუდმივად ვითარდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავშირები წლების განმავლობაში მხოლოდ გაღრმავდება, ქართველი და კვიპროსელი ხალხის საკეთილდღეოდ“ - ნათქვამია მისალოც წერილში.

მიხეილ ჯანელიძე წერილში საქართველოსა და კვიპროსს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და კულტურულ ერთობაზე საუბრობს, რომლის სიმბოლოსაც შუასაუკუნეების ღალიას მონასტერი წარმოადგენს. მინისტრი ასევე კმაყოფილებით აღნიშნავს ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას კულტურის სფეროში და ხაზს უსვამს, რომ კულტურულ გაცვლასა და მდიდარ ტრადიციებს დიდი წვლილი შეაქვს ხალხთაშორის კონტაქტების გაძლიერებაში. ამ კონტექსტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება საქართველოსა და კვიპროსს შორის არსებულ პირდაპირ ფრენებს.

დოკუმენტში მიხეილ ჯანელიძე კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ საქართველოსა და კვიპროსს შორის ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიურდება, ორივე ქვეყნისათვის საინტერესო, სხვადასხვა მიმართულებით.
წერილის დასასრულს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოთქვამს სურვილს, რომ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ხელშესახებ, მრავალგანზომილებიან თანამშრომლობაში გადაიზარდოს, ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

თავის მხრივ, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იოანის კასულიდისი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ულოცავს მიხეილ ჯანელიძეს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს. წერილში მინისტრი აღნიშნავს, რომ 1992 წლის შემდეგ საქართველოსა და კვიპროსს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა. კვიპროსის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ 25 წლის განმავლობაში, ახლო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობები კონსოლიდირებული გახდა, ხოლო ორმხრივი ურთიერთობები, მრავალ სფეროში, მაღალი დონის ურთიერთგაგებაზე დაფუძნდა.

„ჩვენი მეგობრობა უძველესი კულტურული კავშირებით, სითბოთი და იმ ნდობითაა განმტკიცებული, რომელიც ჩვენი ქვეყნების ხალხებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ“ - აღნიშნულია კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.

წერილის დასასრულს იოანის კასულიდისი კიდევ ერთხელ ადასტურებს კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის მზადყოფნას, გააძლიეროს საქართველოსა და კვიპროსს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და კვიპროსის რესპუბლიკა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს 2017 წლის 9 ივლისს აღნიშნავენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა