საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე, დავით დონდუასა და დიპლომატიურ
კორპუს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედარზე ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებზე ისაუბრებენ.
როგორც დავით დონდუამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ყურადღება გამახვილდება ე.წ. საზღვართან საქართველოს მოქალაქეების დაკავებებზე.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ოკუპანტების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო საზღვრის რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევასა და ხელოვნური ბარიერების შექმნასაც შეეხება.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს აშფოთებს ის ბოლო განვითარებები, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში. კერძოდ ეს არის ხელოვნური ბარიერების, მავთულხლართების გავლება გაგრძელება ამ პროცესის, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობას. ასევე გვაშფოთებს ის გახშირებული დაკავებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. გვაშფოთებს გამალებული მილიტარიზაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების"- განაცხადა დავით დონდუამ.

















