logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძემ ეუთოს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჯანელიძემ ეუთოს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
23:33 11.07.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის ინიციატივით ავსტრიის ქ.მაუერბახში გაიმართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, არაფორმალური მინისტერიალი მთლიანად იყო ფოკუსირებული ეუთო-ს სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ კონფლიქტების, მიგრაციის, ტერორიზმის, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვის საკითხებზე.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებზე ეუთო-ს წევრი სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ და აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტით თუ ყირიმის ანექსიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, საერთაშორისო წესრიგს და რუსეთის ეს პოლიტიკა საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ევროპაში.
ეუთო-ს არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ნაბიჯებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის ბოლო განვითარებებზე, რაც უკავშირდება ე.წ. „საზღვრის“აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვას და „ბორდერიზაციას“. საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

"რუსეთის ფედერაცია, უკანონო მილიტარიზაციის ინტენსიური პროცესის კვალდაკვალ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თანმიმდევრულ შთანთქმას ახორციელებს, რაც პირდაპირ სამხედრო საფრთხეს უქმნის საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
ჩვენს შეშფოთებას კიდევ უფრო აღრმავებს მოსკოვის გამუდმებული უარი, საქართველოს მსგავსად, იკისროს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, ასევე ჟენევის დისკუსიებზე მისი ანტაგონისტური დამოკიდებულება ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება. უფრო მეტიც, ოკუპანტი ძალა ცდილობს ამ რეგიონების საქართველოსგან კიდევ უფრო იზოლირებას ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გზით. ეს პროცესი ახლაც გრძელდება" - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ოკუპაციის საკითხი აქტიურად დგას როგორც თავად ორგანიზაციის ასევე ეუთო-ს არაფორმალური მოლაპარაკებების დღის წესრიგში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა