საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მზაობა კიდევ ერთხელ გამოთქვა.
ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამია.
„ბრუსელში გამართული შეხვედრების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მზაობა, საქართველოში დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის რაც შეიძლება მეტი ევროპელი დამკვირვებელი მოიწვიოს არჩევნებსა და საარჩევნო კამპანიის პერიოდში მონიტორინგის გასაწევად.
საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი ბრუსელში დღეს სრულდება, რომლის ფარგლებში მან მაღალი რანგის პირებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

















