logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ მახარობლიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა
ვახტანგ მახარობლიშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებს შეხვდა
13:23 11.07.2017
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა დღეს შეხვედრა გამართა ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები. ელჩები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს, რაც მას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერად წარმოაჩენს. ელჩების განცხადებით, ქვეყნის მიერ გატარებულმა კომპლექსურმა რეფორმებმა აღიარება ჰპოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების სახით. ორივე მხრიდან ხაზი გაესვა ევროპული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციური დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისთვის, რასაც ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ა.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე. ხაზი გაესვა, რომ სამიტმა ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირსა და აღმოსვლეთ ევროპულ პარტნიორ ქვეყნებს შორის შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ კონტექსტში, აღინიშნა საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა - ძირითადი პრიორიტეტები და შედეგები“, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ სამოქმედო გეგმას და ითვალისწინებს კონკრეტულ ინიციატივებსა და მისაღწევ შედეგებს როგორც 2017 წლის სამიტისთვის, ასევე 2020 წლისათვის. ამასთანავე, ხაზი გაესვა სამიტზე მომავალზე ორიენტირებული ხედვის შემუშავების მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების შემდგომ გაღრმავებას.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხს. ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, მათ შორის ბოლო პერიოდში მომხდარ პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს და მისი მხრიდან მეტი ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ინტერესს გააღრმავოს ევროკავშირთან თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საერთო საფრთხეებზე რეგულარული დიალოგის გზით. ხაზი გაესვა საქართველოს მზაობას განაგრძოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში ჩართულობა და, როგორც სანდო პარტნიორმა, წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ძალისხმევაში საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა