logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  მიხეილ ჯანელიძე მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე მოლდოვის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
10:01 11.07.2017
მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან ანდრაინ კანდუსთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო განზომილებას გაუსვეს ხაზი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა გასულ კვირას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტების ერთობლივი მიმართვა ევროპარლამენტისადმი, რომელიც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის გამოხატვას გულისხმობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების აქტიურ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტმა გამოხატა დაინტერესება უმასპინძლოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სამმხრივ საპარლამენტო შეკრებას. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა საქართველომ, როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანამ ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების - სუამ-ის ფარგლებში საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურებას.
საუბარი შეეხო ურთიერთგამოცდილების გაზიარებას ქვეყნის განვითარების პროცესში. მოლდოვას პარლამენტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს მრავალი მიმართულებით, რაც მისი განცხადებით სამაგალითოა მოლდოვასათვის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში და აღინიშნა სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა, ისევე როგორც მჭიდრო თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა