logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა
09:56 11.07.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კიშინიოვში მოლდოვის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრს ანდრეი გალბურს შეხვდა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, მოლდოვა და საქართველო განაგრძობენ აქტიურ თანამშრომლობას, როგორც სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების, ასევე ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელების გზაზე.


უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრაზე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღს - 25 წლისთავს ემთხვევა. მან კოლეგას აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე წამოყენებული ინიციატივები და იდეები მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის, ასევე თავად ევროკავშირისთვის. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში თანამშრომლობის განსაკუთრებულიინტენსიფიკაცია, მათ შორის წარმატებული დარგობრივი თანამშრომლობა სამართალდამცავი, თავდაცვის, იუსტიციის, საბაჟო, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში. შეხვედრაზეკმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას შორის მიმდინარე წლის აპრილში პირველი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისა და ბიზნეს-ფორუმის გამართვა, რაც ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომლის მაჩვენებელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 60%-ით გაზრდილია. ხაზი გაესვა ხალხთაშორისი ურთიერთობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. აღინიშნა მოლდოველი ტურისტების მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ.

ხაზი გაესვა საქართველოსა და მოლდოვას თანამშრომლობას საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში. აღინიშნა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია სქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდის განვითარებებზე და მადლობა გადაუხადა მოლდოვას საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველო-მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა