კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ხვალ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე სიმბოლურად 7-7 ლარს გადარიცხავენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ეს აქცია კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივის „სოლიდარობა ქართულ ოცნებას“ ფარგლებში გაიმართება.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ორ ქალაქში რუსთავში პარტიის ოფისთან 11:00 საათზე, თბილისში უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 12:00 საათზე შეიკრიბებიან და ბანკი „ქართუს“ მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ხვალინდელ მსვლელობას საკუთარი ინიციატივით, მხარდამჭერებიც შეუერთდებიან.

















