logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი გავიდა
საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი გავიდა
13:02 10.07.2017
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დაპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოსა და ესპანეთს შორის ჭეშმარიტად მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რომელიც საერთო ღირებულებებზე, ხედვასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.
ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში დინამიკურად ვითარდება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ესპანეთთან მზარდი სავაჭრო ბრუნვა, ბიზნესსექტორის ინტერესი საქართველოსადმი, ხალხთაშორისი ურთიერთობების გამყარება მისასალმებელია და ასევე, შთამბეჭდავია მხარეების მრავალმხრივ ფორმატში წარმატებული თანამშრომლობით მიღწეული შედეგები.

„საქართველოს მთავრობა მადლიერია ესპანეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერისათვის და, რა თქმა უნდა, ესპანეთის მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცების გზაზე უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო 2015 წელს, საქართველოში ესპანეთის მთავრობის მიერ საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვლინება, უახლოეს მომავალში სრულფასოვანი საელჩოს გახსნის პერსპექტივით. დღეს, მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, მსოფლიოში მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოების საერთო მიზნების მისაღწევად
კიდევ ერთხელ, მივესალმებით საქართველოს-ესპანეთის ჭეშმარიტ და მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს და გვჯერა, რომ კვლავაც დიდი ენთუზიაზმით გაგრძელდება ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“- განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა