საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მზადაა ოპოზიციასთან
კომპრომისული ნაბიჯების გადასადგმელად.
მისივე თქმით, ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება.
„სამწუხაროდ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ არის განწყობილი კონსტრუქციულად იმისკენ, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ. კონსტიტუციაში ცვლილებების წერის პროცესში შექმნილი იყო კომისია, რომელშიც ყველას ჰქონდა საშუალება ჩართულიყო, მათ შორის პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას. დღეს საკითხი ორი მოსმენითაა დასრულებული, ჩვენ მზად ვართ კიდევ გადავდგათ ნაბიჯები, იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის საკითხები, რომელიც გარკვეულწილად შეარბილებს ამ ფონს და რაღაც დონის კომპრომისი იქნება ჩვენი მხრიდან. ამისთვის, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

















