logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით დონდუამ ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
დავით დონდუამ ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
20:22 08.07.2017
2 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში. მინისტრის მოადგილე შეხვდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს, გენერალური მდივნის მოადგილეს, ჟან-კრისტოფერ ბელიარს, ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურსა დასამოქალაქო დაგეგმარებისა და ქმედებებისუწყების ხელმძღვანელს, კენეთ დინს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 28-ვე წარმომადგენელთან. მინისტრის მოადგილე შეხვდა ასევე კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ევროპის ოფისის დირექტორს, ტომას ვალოშეკს. ამასთან, დავით დონდუამმონაწილეობა მიიღო გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე „რუსეთის როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში“.
ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესში. განხილულ იქნა არსებული ინსტრუმენტებისა და ფორმატების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენების გზები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის თანათავმჯდომარეობის მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საქმეში და ხაზი გაესვა მანდატის შესაბამისად მისიის ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული ქმედებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელებას, მათ შორის, სოფელ ბერშუეთში ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერის დამონტაჟებას. ხაზი გაესვა, რომ საოკუპაციო ხაზის გამაგრებას უმძიმესი ჰუმანიტარულ შედეგები მოაქვს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებიც კარგავენ წვდომას საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებსა და კარ-მიდამოზე. აღინიშნა, რომ თავისუფალი გადაადგილების, კერძო საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვა ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის რისკს.
დავით დონდუამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესის შესახებ. აღინიშნა, რომ ამ ფონზე რუსეთის ფედერაცია უარს ამბობს ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასა და შესრულებაზე და აბრკოლებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე მოლაპარაკებებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა