logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძემ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
მიხეილ ჯანელიძემ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
11:30 07.07.2017
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, სამინისტროს საქმიანობაზე, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით. მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ორმხრივ და მრავალმხრივ დიპლომატიაზე, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და მნიშვნელოვან მიღწევებზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა დისკუსიის მონაწილებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის, დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვისა და დიასპორასთან ურთიერთობების განმტკიცების კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი რეგულარული ხასიათის შეხვედრებით საფუძველი ჩაეყარა ძალიან კარგ და საჭირო ტრადიციას, რომელიც შემდგომშიც გაგრძელდება და საშუალებას მისცემს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უკეთ და მჭიდროდ ითანამშრომლონ: „3 თვე დიპლომატიაში არ არის ძალიან გრძელი პერიოდი, თუმცა მაინც ვთვლი, რომ იმ რთულ და სწრაფად ცვალებად გარემოში, როგორშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ასეთ მოკლე პერიოდშიც ბევრ საინტერესო განვითარებას აქვს ადგილი. ამიტომ, ვცდილობ ჩვენი რეგულარული შეხვედრები გამოვიყენო საიმისოდ, რომ მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ამასთან, ერთად ვიმსჯელოთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებზე და მათი მიღწევის გზებიც ერთად დავსახოთ,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის რიგით მეორე შეხვედრა მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან 6 ივლისს სასტუმრო “მუზეუმში“ გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა