logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება
10:44 06.07.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია.
საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ამ მიზნით, ახალი პერსპექტივების დასახვას ემსახურება.

ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის სამსახურის და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან.

შეხვედრებისას განხილულ იქნა საქართველო-გერმანიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული რეფორმები, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა და რეგიონული გამოწვევები.
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ისევე, როგორც ფედერალური კანცლერის აპარატის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა დაევროპული ინტეგრაციის პროცესში. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გერმანიის მიერ საქართველოს შემდგომ მხარდაჭერას ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ამავე კონტექსტში, ასევე ხაზგასმით აღინიშნა ის მნიშვნელობა, რაც 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებს ენიჭება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით.
ბუნდესტაგის დეპუტატთან ქრისტოფ ბერგნერთან შეხვედრისას, მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებისა და განსაკუთრებით, 2017 წლის 28 ივნისს ბუნდესტაგის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და მასში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციისთვის, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობისპროგრამით გათვალისწინებული რეფორმების გატარების კუთხით, საქართველო გამორჩეული ლიდერია და იმსახურებს განსაკუთრებულ აღიარებას“.
შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღმართვის ფაქტზე, რაც ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანულ მხარეს სთხოვა სათანადო რეაგირება მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.
გერმანიის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ფონდის - ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით, გერმანელ ექსპერტებთან ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზე, რომელშიც სამთავრობო სტრუქტურებისა და წამყვანი გერმანული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ცალკეულ ასპექტებს. გაცნობით ხასიათს ატარებდა კიორბერის ფონდის ბერლინის ბიუროს ხელმძღვანელთან ნორა მიულერთან გამართული შეხვედრა, რომელზეც ასევე საკითხთა ფართო სპექტრს დაეთმო ყურადღება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა