NDI ხვალ წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვების წინასწარ შედეგებს გამოაქვეყნებს.
ამის შესახებ სასტუმრო „ქორთიარდი მარიოტში“ „ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიუტის“ (NDI) პრეზიდენტმა კენეტ ვოლაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.
„ხვალ, 11:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გავახმოვანებთ წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვების იმ საწყის შედეგებს, რომელიც უკვე გვაქვს“ - აღნიშნა ვოლაკმა.
მისივე თქმით, ივლისში საქართველოს NDI-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები ეწვევიან, ხოლო მოგვიანებით, არჩევნებამდე მოკლევადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვლენ.
„მნიშვნეოლოვანია აღვნიშნოთ, რომ ორივე ისტიტუტის - NDI-ს და IRI-ს სადამკვირვებლო მისია იმოქმედებს გაეროს მიერ 2005 წელს ინიცირებული პრინციპებით, რომელიც 40 საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული“ - აღნიშნა NDI-ს პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლაკის შეფასებით, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატრება მნიშვნელოვანია, როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე, რეგიონისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის.

















