logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სასამართლომ თეა წულუკიანი სამართალდამრღვევად ცნო
სასამართლომ თეა წულუკიანი სამართალდამრღვევად ცნო
10:46 04.07.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი, სსიპ საკანონმდებლო მაცნეს დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოსო გიორგაძე, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შოთა გუნია, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ზაქარაია, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, სსიპ „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მეჟლუმიანი და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია სამართალდამრღვევად ცნო.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 31 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და მათი განხილვის შედეგები საქართველოს სახალხო დამცველს წერილობით აცნობოს 20 დღის ვადაში. თუმცა, კანონით დაკისრებული ვალდებულება მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეასრულა.
"უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებ¬ლობა ფულად ჯარიმას გულისხმობს, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლო იუსტიციის მინისტრისა და 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა"-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა