logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ჩვენი ამბიციაა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“ - მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუ გერმანულ "Diplomatisches Magazin"-სთან
„ჩვენი ამბიციაა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“ - მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუ გერმანულ "Diplomatisches Magazin"-სთან
10:40 04.07.2017
გერმანულ "Diplomatisches Magazin"-ში გამოქვეყნდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუ, რომელშიც მინისტრი საუბრობს „საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელზე“, ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და ისტორიულ კავშირებზე, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

„ჩვენი ამბიციაა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამისათვის და პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყანა პრაქტიკული კუთხით, რათა მოხდეს სრულად დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან“, - აცხადებს მინისტრი ინტერვიუში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმ ექვს ძირითად მიმართულებასა და ინიციატივაზე საუბრობს, რაც ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში სრული პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარება და დიდ წვლილს შეიტანს ასოცირების პროცესის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესად ტრანსფორმირებაში.

„ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების წარმატებული იმპლემენტაცია; ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან ინტეგრაცია; ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტიანობის გაზრდა; საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამის კოლეგა სტრუქტურებს შორის რეგულარული დიალოგის ინტენსიფიკაცია სექტორული პოლიტიკის ფორმულირებასა და იმპლემენტაციის თაობაზე; თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში დიალოგის გაღრმავება, რაც ხელსშეუწყობს ევროპული და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს როლის განსაზღვრას; ევროკავშირის შიდა ბაზართან ფიზიკური ინტეგრაციის მიღწევა - ეს ის ექვსი ძირითადი მიმართულებაა, რომლებიც დაეხმარება საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - აღნიშნავს მიხეილ ჯანელიძე სტატიაში.
ინტერვიუში მიხეილ ჯანელიძე ასევე აცხადებს, რომ გასულ წელს, ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, რადგანასოცირების შეთანხმება ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებასა და ტრანსფორმაციას და არის თანმიმდევრული პროცესი, რომელსაც შეუძლია კეთილდღეობა მოუტანოს მოსახლეობას.

„საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდა. ერთი მხრივ, თავისუფალი სავიზო რეჟიმის ჩამოყალიბება არის ჩვენი რეფორმების ძალისხმევისაღიარება და მეორე მხრივ, ძლიერი მესიჯი ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერისა. ის აჩვენებს, რომ ევროპულ არჩევანს მოაქვს კონკრეტული შედეგები, რომ ევროკავშირი ერთგულია თავის პრინციპების და ახორციელებს მას პრაქტიკაში“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინისტრი სტატიაში ასევე საუბრობს ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება სხვადასხვა სფეროში. აქტიურია პარტნიორობა წამყვან ფონდებსა და გერმანიის ანალიტიკურ ცენტრებთან.
„წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს, საქართველოში პირველი გერმანული დასახლებების 200 წლისთავს და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს. გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაცგახსნა საელჩო თბილისში, მას შემდეგ რაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1991 წელს“, - აღნიშნავს მიხეილ ჯანელიძე.
„საქართველო-გერმანიის წლის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბერლინს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა, როგორც გერმანიისსაგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ზიგმარ გაბრიელთან, ასევე სხვა ოფიციალურ პირებთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და მსოფლიოსა და რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა