საქართველოს პრემიერ -მინისტრი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დღეს თბილისის
მერობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება 20:00 საათზე მთაწმინდის პარკში გაიმართება.
მანამ კი, 12:00 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
არსებული წინასწარი ინფორმაციით, მმართველი გუნდიდან თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძოლებს.

















