logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კონგრესმენი ტედ პო: ჩვენ საქართველოს დაკარგვას არ დავუშვებთ
კონგრესმენი ტედ პო: ჩვენ საქართველოს დაკარგვას არ დავუშვებთ
22:11 30.06.2017
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკის კონგრეში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

საკუთარ გამოსვლაში კონგრესმენმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და აღნიშნა ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი დემკრატიული განვითარების გზაზე:

„საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიაა რეგიონში, დემოკრატია, რომელიც მიისწრაფვის დასავლეთისკენ და დამოუკიდებლობის დასაცავად რუს დათვს ებრძვის. დასავლეთში ბევრმა არ იცის, რომ რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების არაკანონიერ გაფართოებას. აშშ-ის სურს ითანამშრომლოს საქართველოსთან და მას ძლიერ პარტნიორად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს“- განაცხადა კონგრესმენმა პომ.

საკუთარ გამოსვლაში მან განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედროების დამსახურება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

„საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ავღანეთში. ქართველები ამერიკელების მხარდამხარ იბრძვიან და გვიჩვენებენ თავდადებას. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოსთან და დავანახოთ მათდამი ჩვენი ერთგულება. არ დავუშვებთ საქართველოს დაკარგვას“- აღნიშნა ტედ პომ.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რომლის ინიციატორიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პო იყო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა