logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო და დანიის სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ
საქართველო და დანიის სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ
19:32 30.06.2017
საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე ხვალ აღინიშნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გასული 25 წლის განმავლობაში ორ ევროპულ სახელმწიფოს შორის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ჩამოყალიბებული ძალზე მჭიდრო პარტნიორობის შესახებაა საუბარი.

„იზიარებს რა იმავე ფუნდამენტურ ღირებულებებს, დანიის სამეფო რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერად. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო,დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებისათვის გამორჩეულ და წარმატებულ გზას დაადგა და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყანა გახდა“ - საუბარია დოკუმენტში.

განცხადებაში საუბარია საქართველოს ევროპულ გზაზე, რომლის ფარგლებში ქვეყანა ცდილობს მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, ინტენსიურად ახდენს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესოგამოცდილების დანერგვას ქვეყანაში და აღნიშნულია, რომ ამ კუთხით, დანია ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ევროკავშირთან საქართველოს უწყვეტი დაახლოებისთვის. ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ღრმა დაყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად ასოცირების შეთანხმების სრულმასშტაბიანი იმპლემენტაცია, საქართველოსა და ევროკავშირის წინაშე ერთნაირად ხსნის უხვ შესაძლებლობებს, ხოლო ევროპისსაბჭოს ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ, საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა და მიზანსწრაფულობის დემონსტრირებაა.

დოკუმენტის თანახმად, დანიის სამეფო რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. დანია განაგრძობს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მხარდაჭერას და მოუწოდებს ყველა მხარეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისაკენ და ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღნიშნულია, რომ საქართველო ძალზე აფასებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) დანიის წვლილს. მხარეები ხაზს უსვამენ ევროკავშირისსადამკვირვებლო მისიის საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეუფერხებლად შესვლის აუცილებლობას, რათა ეფექტიანად უზრუნველყონ ადგილზე უსაფრთხოება და სტაბილურობა.

გარდა ამისა, საქართველოსა და დანიის საგარეო უწყებების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დანია სრულად უჭერს მხარს ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ალიანსში წევრობისთაობაზე და ასევე, მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას მოკავშირეთა ოპერაციებში. ანალოგიურად, საქართველო მხარს უჭერს და მიესალმება ნატო-ს გაძლიერებულ დასწრებას შავი ზღვის რეგიონში და მზად არის ამ მიმართულებით ალიანსის ძალისხმევაში წვლილის შესატანად.

დოკუმენტში საქართველოს მხრიდან საუბარია დანიის მიერ ამ წლების განმავლობაში გაწეული დახმარების შესახებ, მათ შორის, დანიის მთავრობის მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, დანიის სამეზობლო პროგრამის 2017-2021 წლების ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ორივე ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ადამიანის უფლებების დადემოკრატიის ხელშეწყობა და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის გაძლიერება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო და დანიის სამეფო გააგრძელებენ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ უკვე არსებული ურთიერთობების გაძლიერებას, ისეთსექტორებში, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო სფერო, განახლებადი და ალტერნატიული ენერგია, მდგრადი სატყეო და მწვანე ეკონომიკა.

დოკუმენტის დასასრულს, საუბარია იმაზე, რომ უკანასკნელმა 25-მა წელმა, მყარი საფუძველი ჩაუყარა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველო და დანიის სამეფო გააგრძელებენ ახლო თანამშრომლობას იმისათვის, რათა ევროპის კონტინენტზე უზრუნველყონ კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ეკონომიკური ზრდა და სტაბილურობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა